სატვირთო ავიაკომპანია Geosky წარმოდგენილი იქნება Air Cargo Shanghai 2026-ზე

27 მაი 2026
image

სატვირთო ავიაკომპანია Geosky 2026 წლის 24–26 ივნისს მონაწილეობას მიიღებს აზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატვირთო და ლოჯისტიკურ გამოფენაში — Air Cargo Shanghai 2026, რომელიც იმართება transport logistic Shanghai 2026-ის ფარგლებში, შანხაიში, ჩინეთში.

გამოფენის ფარგლებში Geosky წარმოდგენილი იქნება საკუთარი სტენდით — W4, N 640, სადაც ავიაკომპანიის წარმომადგენლები პარტნიორებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს გააცნობენ ავიაკომპანიის სატვირთო შესაძლებლობებს, საერთაშორისო ოპერირების ქსელსა და საჰაერო ტვირთგადაზიდვების მიმართულებით არსებულ სერვისებს.

Air Cargo Shanghai 2026 წარმოადგენს აზიის წამყვან პლატფორმას საჰაერო ტვირთგადაზიდვების ინდუსტრიისთვის და თავს უყრის მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებს, ლოჯისტიკურ ოპერატორებს, აეროპორტებსა და სატვირთო სექტორის წარმომადგენლებს.

Geosky აგრძელებს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას და გლობალურ ლოჯისტიკურ ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაფართოებას.