წინამდებარე უსაფრთხოების ანგარიშის წარმოდგენით თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი დამუშავდება შპს ავიაკომპანია ჯეო სქაის მიერ უსაფრთხოების ინციდენტების მოკვლევის და საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით. პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ჩვენი
კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების მიზნების, მათი შენახვის წესების, მონაცემთა მიმღებისა და თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების მოწოდება არ არის სავალდებულო, თუ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ არ ხართ ვალდებული, რომ გაგზავნოთ სავალდებულო შეტყობინება. ვებ-გვერდზე ანგარიშის წარმოდგენა შესაძლებელია ანონიმურად.