მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე ფლოტი
შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის
B767-300F
B767-300F მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე მაღალეფექტური სატვირთო საჰაერო ხომალდია. იდეალურია, როგორც საშუალო, ასევე შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის. ფართო ფიუზელაჟისა და ტვირთის სათავსოს დამსახურებით შეუძლია, როგორც არაგაბარიტული, ასევე ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ტვირთის გადაზიდვა. B767-300F ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური და საიმედო ორძრავიანი თვითმფრინავია თანამედროვე გლობალური ლოგისტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ტვირთის მაქს. წონა: 56.5 ტონა (პალეტების ჩათვლით)
მოცულობა: 480 კუბური მეტრი
ფრენის მანძილი: 3000NM
B757-200F
B757-200F ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და ეკონომიური სატვირთო ხომალდია, რომელიც იდეალურია მოკლე და საშუალო მანძილზე ტრანსპორტირებისთვის. მისი ვიწრო კორპუსი გვაძლევს სწრაფი დატვირთვისა და გადმოტვირთვის შესაძლებლობას, ხოლო მძლავრი ძრავი უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან გადაზიდვებს. B757-200F იდეალურია, როგორც სწრაფი გადაზიდვებისთვის, ასევე მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის
ტვირთის მაქს. წონა: 28.5 ტონა (პალეტების ჩათვლით)
მოცულობა: 220 კუბური მეტრი
ფრენის მანძილი: 2800NM