Geosky Airlines აცხადებს 2025 წელს ინიცირებული რებრენდინგის პროცესის წარმატებით დასრულებას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბრენდის ვიზუალური იდენტობის სრული ტრანსფორმაცია და ახალი სიმბოლოს — ლომის — ბრენდის მთავარ მაიდენტიფიცირებელ ნიშნად დამკვიდრება.
2017 წელი — ეროვნული იდენტობიდან საერთაშორისო მიზნებამდე
2017 წელს დაფუძნებული ავიაკომპანია Geosky-სთავდაპირველი ვიზუალური იდენტობა გამოხატავდა მის ქართულ ფესვებს. ლოგო წარმოდგენილი იყო საქართველოს რუკის ფონზე, წითელ და ლურჯ ფერებში შესრულებული „Geo Sky“-ის წარწერით.
ფლოტის ლივერი გამოირჩეოდა წითელი კუდით და„GS“ აბრევიატურით, რაც ბრენდის სწრაფად ამოცნობად ელემენტად იქცა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, განსაკუთრებით Boeing 747-200-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ოპერირებდნენ ევროპისა და აზიის მიმართულებით.
ბრენდის საწყისი ამოცანა იყო შეექმნა კორპორაციული ვიზუალური იდენტობა, რომელიც შეინარჩუნებდა წითელ და ლურჯ ფერთა სქემას და ამავდროულად განაახლებდა მის ვიზუალურ ენას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

2022 წელი — სტრატეგიული ტრანსფორმაცია
2022 წელს ბრენირებაში არსებული წითელი ფერი სრულად ამოღებულ იქნა ბრენდბუქიდან და ადგილი დაეთმო დახვეწილ მოიისფრო-ლურჯ ტონალობას — ფერს, რომელიც გამოხატავს სანდოობას, პროფესიონალიზმსა და ტექნოლოგიურ სიმწიფეს.
სახელწოდება გაერთიანდა ერთ სიტყვად — Geosky— რაც ხაზს უსვამდა ბრენდის ერთიანობასა დასაერთაშორისო ორიენტაციას.
განახლებული ლოგოს ანატომია ეფუძნებოდა Y-ს სიმბოლოზე გამოსახულ ქაღალდის თვითმფრინავს. ეს ელემენტი გამოხატავდა მსუბუქ მოძრაობას ცაზე, თუმცა კონსტრუქციულად აგებული იყო მკაცრი ხაზებისა და დახვეწილი კუთხეების ბალანსზე — რაც ასახავდა Geosky-ს ოპერაციულ სიზუსტესა და პარტნიორების მიმართ მოქნილობას.
ტიპოგრაფია გახდა თამამი, ელეგანტური და ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით — რაც ხაზს უსვამდა ბრენდის ხელმისაწვდომობასა და ადამიანზე ორიენტირებულ ბიზნეს ფილოსოფიას.
ძველი ლოგოს „G“-დან ამოფრენილი თვითმფრინავის კონცეფცია ტრანსფორმირდა ახალი ვიზუალური ენით — ფორმასა და სივრცეს შორის ბალანსის მეშვეობით და დინამიკური ფორმებით, რომლებიც მოძრაობის იდეას გადმოსცემდა.

2026 წელი — ბრენდის იდენტობის ახალი სიმბოლო
რებრენდინგის პროცესის საბოლოო ეტაპად 2026 წელს Geosky წარმოგიდგენთ ბრენდის ახალ მაიდენტიფიცირებელ სიმბოლოს — ლომს. ლომი წარმოადგენს სიმტკიცის, უსაფრთხოებას, ლიდერობისა და სტრატეგიული თავდაჯერებულობის სიმბოლოს. მისი ფაფარი შთაგონებულია ქართული ბორჯღალის ფორმით — მარადიული მოძრაობისა და განვითარების ნიშნით. ფაფარის დინამიკური ხაზები ვიზუალურად ეხმიანება თვითმფრინავის მოძრავ ძრავს — უწყვეტ ენერგიას, წინსვლას და ტექნოლოგიურ ძალას.
ლომის სიმბოლო ამიერიდან ამშვენებს Geosky Airlines-ის საჰაერო ხომალდების კორპორატიულ იერსახეს და ასახავს ავიაკომპანიის განვითარების ახალ ეტაპს.
2026 წლის მარტის თვიდან ფლოტში შემავალი Boeing 767-300 ტიპის სატვირთო თვითმფრინავები ოპერირებას განაგრძობენ სრულად განახლებული ბრენდირებით — თანამედროვე, მინიმალისტური და მარტივად აღქმადი ვიზუალური იდენტობით.

Geosky — Powered to Deliver
რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის. ეს არის ავიაკომპანიის განვითარების ბუნებრივი გაგრძელება — ენერგია მოძრაობაში, სტრატეგიული ზრდა და პასუხისმგებლობა თითოეული ტვირთის, პარტნიორისა და მიმართულების მიმართ.
„Powered to Deliver" განასახიერებს Geosky Airlines-ის ფილოსოფიას: ენერგია, პროფესიონალიზმი დამუდმივი პროგრესი.
ავიაკომპანია Geosky აგრძელებს ოპერირებას უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით და იმავე პრინციპით, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მის წარმატებას: სანდოობა, ოპერაციული სიზუსტე და უწყვეტი განვითარება.