Geosky Airlines ახალი შესაძლებლობებით საერთაშორისო ბაზარზე – სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთსა და სერბეთში

29 დეკ 2025
image

ავიაკომპანია Geosky-მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ავიაკომპანიამ  მიიღო ჩინეთის საცხალხო რესპუბლიკის მიერ გაცემული ნებართვა CCAR-276 სერტიფიკატი და ასევე, სერბეთის რესპუბლიკის ნებართვა სახიფათო ტვირთების საჰაერო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული ავტორიზაციები და აღიარება ენიჭება მხოლოდ იმ ავიაგადამზიდველს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მკაცრ კრიტერიუმებს – მათ შორის, სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებს პერსონალისთვის, დეტალურად გაწერილ ოპერაციულ და ავარიული რეაგირების პროცედურებს, ტვირთის მართვის კონტროლირებულ სისტემებსა და უსაფრთხოების ზედამხედველობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას. ავტორიზაცია ადასტურებს, რომ ავიაკომპანია  Geosky-ს, შიდა პროცესები და ტექნიკური მზადყოფნა თავსებადია იმ რეგულაციურ ჩარჩოსთან, რომელიც სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებას განსაკუთრებული სიზუსტითა და კონტროლით ასრულებს.

ავიაკომპანიის განცხადებით -,, მიღებული სერტიფიკატები და ნებართვები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ავიაკომპანია Geosky -ის საერთაშორისო ოპერირების ქსელის განვითარებისთვის. სახიფათო ტვირთების საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობა გვაძლევს საშუალებას, ოპერაციები უფრო მოქნილად დავგეგმოთ და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სწრაფად და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ვუპასუხოთ. სერტიფიცირება ადასტურებს ავიაკომპანია Geosky-ს სრულ შესაბამისობას ინდუსტრიის უსაფრთხოების, პროცედურული და ოპერაციული მოთხოვნების მიმართ, რაც ავიაკომპანიის ტექნიკურ და პროფესიულ მზადყოფნას ამ მიმართულებით ცალსახად ამტკიცებს.“

ავიაკომპანია Geosky განაგრძობს გლობალურ სატვირთო საჰაერო ბაზარზე ოპერირების განვითარებას, უსაფრთხოებისა და პროფესიონალიზმის პრინციპების მკაცრი დაცვით.