სატვირთო ავიაკომპანია Geosky-მ მონაწილეობა მიიღო Air Cargo Shanghai 2026-ში — აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც საჰაერო სატვირთო გადაზიდვების, ლოჯისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს აერთიანებს.

სამი დღის განმავლობაში ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, ლოჯისტიკურ ოპერატორებთან, სატვირთო გადაზიდვების აგენტებთან, აეროპორტების წარმომადგენლებთან და ინდუსტრიის სხვა პარტნიორებთან. შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები, საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების პერსპექტივები და ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციები.
გამოფენაზე ავიაკომპანია Geosky-მ წარმოადგინა ავიაკომპანიის ოპერაციული შესაძლებლობები, თანამედროვე სატვირთო ფლოტი, საერთაშორისო ოპერირების გამოცდილება და ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ავიაკომპანიის გრძელვადიან განვითარებას განსაზღვრავს. სტენდი W4-640 სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ბიზნესკომუნიკაციის სივრცედ იქცა, სადაც გაიმართა არაერთი შეხვედრა არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან.

ავიაკომპანია Geosky აგრძელებს გლობალურ ბაზარზე ოპერაციული შესაძლებლობების განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას, რათა პარტნიორებს შესთავაზოს უსაფრთხო, მოქნილი და ეფექტური სატვირთო გადაზიდვის გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხობს თანამედროვე ლოჯისტიკური სექტორის მოთხოვნებს.

Air Cargo Shanghai 2026-ში მონაწილეობა ავიაკომპანია Geosky-ის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოფენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავიაკომპანიის აქტიური ჩართულობა გლობალურ საჰაერო სატვირთო ინდუსტრიაში და მისი მზადყოფნა, გააღრმავოს საერთაშორისო პარტნიორობა, განავითაროს ოპერაციული შესაძლებლობები და შექმნას ახალი კომერციული შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე.