ავიაკომპანია ჯეოსქაიმ პირველადი დახმარების სფეროში სპეციალიზებული ლიტვური კომპანია FirstAid.lt მოიწვია, რომელმაც ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის პირველადი დახმარების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარა.
ტრენინგის ფარგლებში ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს ცოდნა პირველადი დახმარების ძირითად პრინციპებზე და გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების პრაქტიკულ მეთოდებზე. სწავლების პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა სხვადასხვა სცენარის სიმულაციას, რაც მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა.
უსაფრთხოება ავიაკომპანია ჯეოსქაის საქმიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრიორიტეტია. ამ მიმართულებით თანამშრომლების ცოდნისა და მზადყოფნის გაღრმავება ავიაკომპანიის უსაფრთხოების კულტურის განვითარებისა და პროფესიული ზრდის უწყვეტი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
პირველადი დახმარების ტრენინგი სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა თანამშრომლებისთვის პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ შეძლონ სწრაფი, სწორი და პასუხისმგებლიანი რეაგირება.