ოპერირების მაღალი სტანდარტი - ავიაკომპანია Geosky-მ წარმატებით დაასრულა IOSA RBI 2025 აუდიტი

4 ივნ 2025
image

ავიაკომპანია Geosky-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი — IOSA RBI 2025 აუდიტი (IATA Operational Safety Audit – Risk-Based IOSA) წარმატებით დაასრულა.

IOSA RBI 2025 აუდიტი-  წარმოადგენს ავიაკომპანიის მაღალი სტანდარტებით ოპერირების, მკაფიო დასტურს, რომ Geosky მუდმივად ინარჩუნებს ოპერირების, ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო ავიაციის სფეროში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკებს.

აღსანიშნავია, რომ Geosky-მ პირველი IOSA აუდიტი წარმატებით გაიარა 2023 წელს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ავიაკომპანიის უწყვეტი განვითარებისა და სისტემური გაუმჯობესების გზას. წლების განმავლობაში Geosky-მ კიდევ, უფრო განავითარა ძლიერი და მდგრადი მენეჯმენტის და კონტროლის მექანიზმები, რაც აუდიტორების შეფასებით — წარმოადგენს მაღალი პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულების ნათელ მაგალითს.

IOSA სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს საერთაშორისო საავიაციო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA), აღიარებულია მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას იმისა, რომ ავიაკომპანია სრულ შესაბამისობაშია ოპერაციული უსაფრთხოების ყველაზე მაღალ სტანდარტებთან.

„IOSA RBI 2025 აუდიტის წარმატებით დასრულება Geosky-სთვის არ არის მხოლოდ რეგულატორული მოთხოვნის დაკმაყოფილებაეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპი, რომელიც ადასტურებს ჩვენი ავიაკომპანიის მზაობას ოპერირება განაგრძოს საერთაშორისო სტანდარტებით, მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აუდიტის საფუძველი არის რისკებზე დაფუძნებულ მიდგომა (Risk-Based IOSA), რაც ნიშნავს, რომ შემფასებლები არა მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას, არამედ ოპერაციული პროცესების რეალურ, პრაქტიკულ ეფექტიანობას ამოწმებდნენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანისნავია ჩვენი გუნდის  პროფესიონალიზმი, დისციპლინა და ერთიანობა.

ავიაკომპანია Geosky- მთავარი მიზანი იყო და რჩებაუზრუნველვყოთ უმაღლესი დონის ოპერაციული უსაფრთხოება, შევინარჩუნოთ საერთაშორისო აღიარება და მუდმივად გავაუმჯობესოთ ხარისხის მართვის მექანიზმები. ამ აუდიტის წარმატებით დასრულება კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ჩვენი შიდა სისტემები შესაბამისია თანამედროვე რეგულაციების, ICAO- სტანდარტებისა და IATA- მოთხოვნების შესაბამისად.

მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანიის თითოეულ თანამშრომელს ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ეს შედეგი არის საერთო ძალისხმევის, პრინციპული შრომის და Geosky- ღირებულებების ერთგულების ნათელი მაგალითი. Geosky-ს მომავალი არის განვითარება და აღნიშნული აუდიტის წარმატებული გავლა სწორედ ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილია."- განაცხადა Geosky-ს ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორმა  დავით ნერსეზაშვილმა.

IOSA RBI 2025 აუდიტის წარმატებული დასრულება არის კიდევ ერთი მტკიცე დასტური, რომ  ავიაკომპანია Geosky ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით, სისტემურად მართავს რისკებს და ინარჩუნებს მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების მექანიზმებს.