Boeing 747-236SF-მა, სარეგისტრაციო ნომერი: 4L-GEN, მწარმოებლის მიერ დადგენილი გეგმიური კალენდარული ტექნიკური შემოწმება, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში წარმატებით გაიარა. საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმების პროცესი 45 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაბრუნდა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ოპერირებას.
ამავდროულად, ჯაკარტაში გაემგზავრა Geosky-ს მეორე Boeing 747-281BF, სარეგისტრაციო ნომერი: 4L-GEO, რომელსაც ასევე გეგმიური ტექნიკური შემოწმება უწევს და აღნიშნული საჰაერო ხომალდი 40-45 დღის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში.
“იმისთვის, რომ საჰაერო ხომალდმა შეინარჩუნოს საფრენად ვარგისობის სერტიფიკატი, რეგულარულად უტარდება გეგმიური ტექნიკური მომსახურება.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ ავიაკომპანია Geosky-ს გააჩნია 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდზე პერიოდული ტექნიკური მომსახურების სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია ახორციელებს თავის ექსპლუატაციაში მყოფი ბორტების პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას”, – განაცხადა ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ
ჯაკარტაში Boeing 747-200-ის ტექნიკური დათვალიერების სერვისი კომპანია GMF AeroAsia-მ უზრუნველყო.