Geosky Airlines – 2025 წლის სტრატეგიული შეჯამება: ბიზნეს გეგმის წარმატებით შესრულებული ეტაპი და მოდერნიზებული, სრულად განახლებული სატვირთო ფლოტი

15 იან 2026
image

2025 წელი ავიაკომპანია Geosky-სთვის ნიშნავს სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანიამ სრულად და წარმატებით შეასრულა დამტკიცებული ბიზნეს გეგმით განსაზღვრული მიზნები.

წლის განმავლობაში Geosky-ის სატვირთო საჰაერო ფლოტს ეტაპობრივად დაემატა ოთხი Boeing 767-300F ტიპის საჰაერო ხომალდი, რაც წარმოადგენს ავიაკომპანიის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ფლოტის აღნიშნული მოდერნიზაცია და ზრდა ეფუძნება წინასწარ დაგეგმილ, დეტალურად გაანალიზებულ და ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე მორგებულ სტრატეგიას.

ფლოტის გაფართოებამ გაზარდა ავიაკომპანიის ოპერაციული გამტარუნარიანობა, გააძლიერა საერთაშორისო ქსელის მოქნილობა და შექმნა დამატებითი შესაძლებლობები გლობალურ სატვირთო საავიაციო ბაზარზე. განხორციელებული ინვესტიცია ხაზს უსვამს ავიაკომპანია Geosky-ს გრძელვადიან ხედვასა და პასუხისმგებლიან მიდგომას მდგრადი განვითარების მიმართ.

ბიზნეს გეგმის შესრულებამ და ფლოტის სრულად განახლებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ორგანიზაციულ განვითარებაზეც. 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, რაც მოიცავს როგორც საფრენო და საინჟინრო პერსონალს, ისე ოპერაციულ და ადმინისტრაციულ რესურსს. ადამიანური რესურსების გაძლიერება Geosky-სთვის წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს და ფლოტის ზრდის განუყოფელ ნაწილს.

ფლოტის სრული განახლებისა და ოპერაციული მოდერნიზაციის პარალელურად, 2025 წელი Geosky Airlines-ისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიცირებებისა და ინდუსტრიული აღიარებების წლად იქცა, ავიაკომპანიამ მნიშვნელოვანი აღიარებები, ავტორიზაციები და სერტიფიცირებები მოიპოვა

2025 წლის  საერთაშორისო მიღწევები და სერტიფიცირებები:

  • IOSA RBI 2025 აუდიტის წარმატებით დასრულება — ადასტურებს Geosky Airlines-ის უსაფრთხოების მაღალ კულტურასა და IATA-ს საოპერაციო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის CCAR-276 ავტორიზაციის მოპოვება — ავიაკომპანიას ანიჭებს უფლებას განახორციელოს სახიფათო ტვირთების (DG) საჰაერო გადაზიდვა ჩინეთში და ჩინეთიდან, მკაცრი რეგულატორული მოთხოვნების დაცვით.
  • სერბეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული DG გადაზიდვის ნებართვა — უზრუნველყოფს DG ტვირთების ტრანსპორტირებას სერბეთის მიმართულებით და სერბეთიდან, ევროპული და ეროვნული საავიაციო რეგულაციების სრული დაცვით.
  • IATA- წევრობის ოფიციალური სერტიფიკატის გადაცემა რომში — წარმოადგენს Geosky Airlines-ის გლობალური ინდუსტრიული აღიარების ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულს.
  • IOSA აუდიტის წარმატებით დასრულება (2024) — შექმნა მყარი ოპერაციული და რეგულატორული საფუძველი 2025 წლის სტრატეგიული მიღწევებისთვის.

 აღნიშნულმა მიღწევებმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა ავიაკომპანიის შესაბამისობა გლობალური ავიაციის უმაღლეს სტანდარტებთან.

Geosky Airlines-ის წარმომადგენლის განცხადებით:

„2025 წელი ავიაკომპანია Geosky Airlines-ისთვის განსაკუთრებული და გარდამტეხი ეტაპი იყო. 2017 წლიდან 2025 წლამდე ავიაკომპანია წარმატებით ოპერირებდა რარიტეტული Boeing 747-200F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით, რომლებიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა Geosky-ის ოპერაციული შესაძლებლობების, მაღალი კომპეტენციისა და ბრენდის იდენტობის მნიშვნელოვან სიმბოლოს  საჰაერო სატვირთო ბაზარზე. თუმცა, გლობალური სატვირთო ავიაციის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, Geosky Airlines-მა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება: ფლოტის განახლება და სრულად მოდერნიზებული Boeing 767-300F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით დაკომპლექტება. ოთხი ახალი Boeing 767-300F ტიპის საჰაერო ხომალდით ფლოტის გაფართოება და სრული განახლება ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული გეგმების განხორციელების ეფექტურობას. ფლოტის ზრდა არა მხოლოდ ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება, არამედ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ჩვენი გუნდის კვალიფიკაციას.  Geosky განაგრძობს სტრატეგიული გეგმის განვითარების ზუსტ შესრულებას, საერთაშორისო ბაზარზე სანდო და კონკურენტუნარიანი მოთამაშის როლის განმტკიცებას.“

ოთხი Boeing 767-300F ტიპის საჰაერო ხომალდის დამატება ერთ კალენდარულ წელიწადში ადასტურებს, რომ Geosky Airlines-ის განვითარების გზა ემყარება სწორ დაგეგმვას, ეტაპობრივ განხორციელებასა და ფინანსურ დისციპლინას. აღნიშნული შედეგი ქმნის მყარ საფუძველს ავიაკომპანიის შემდგომი გაფართოებისა და საერთაშორისო პოზიციონირების გასაძლიერებლად.

შესრულებული 2025 წლის სტრატეგიულ მიღწევებზე დაყრდნობით, Geosky Airlines 2026 წელს იწყებს განვითარების ახალ ეტაპსგაძლიერებული ფლოტით, გაზრდილი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მკაფიო მიზნებით.

Geosky Airlines აგრძელებს საქმიანობას სტრატეგიული ხედვით, ოპერაციული სტაბილურობითა და პარტნიორებზე ორიენტირებული მიდგომით, რაც ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს დარჩეს სანდო და კონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ სატვირთო საავიაციო ბაზარზე.