---
title: "Geosky Airlines – „Cargo Airline of the Year“"
url: https://airgeosky.com/ka/p/geosky-airlines-cargo-airline-of-the-year
language: ka
date: 2026-11-13
description: "ავიაკომპანია Geosky-ს წლის სატვირთო ავიაკომპანიის წოდება მიენიჭა."
publisher: Geosky Airlines
---

# Geosky Airlines – „Cargo Airline of the Year“

> ავიაკომპანია Geosky-ს წლის სატვირთო ავიაკომპანიის წოდება მიენიჭა.

*2026-11-13*

ავიაკომპანია Geosky-ს წლის სატვირთო ავიაკომპანიის წოდება მიენიჭა.

TAV Georgia-ს ორგანიზებით გამართულ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომასა და საავიაციო სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე , ავიაკომპანია Geosky-ს ნომინაციაში „Cargo Airline of the Year“ წლის სატვირთო ავიაკომპანიის წოდება მიენიჭა.

ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების 2026 წლის ოპერაციული შედეგები. განხილული იყო საავიაციო ბაზრის განვითარების დინამიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და სექტორის სამომავლო პრიორიტეტები.

ავიაკომპანია Geosky, 2017 წლიდან საერთაშორისო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს და მუდმივად ავითარებს ავიაკომპანიის ოპერაციულ შესაძლებლობებს, საერთაშორისო მარშრუტებსა და პარტნიორულ ქსელს.

TAV Georgia-ს მიერ მინიჭებული „Cargo Airline of the Year“ წოდება, ავიაკომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი შეფასებაა საქართველოს საავიაციო სექტორში.

ავიაკომპანია Geosky განაგრძობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებას უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

## Photos

![Geosky Airlines – „Cargo Airline of the Year“ — 1](https://airgeosky.com/static/media/g/01a1d559-0d1c-75f8-a300-b5f2e2db53d0-1600.webp)
![Geosky Airlines – „Cargo Airline of the Year“ — 2](https://airgeosky.com/static/media/g/01a1d559-0a9e-7187-a2a6-0397cb2d7944-1600.webp)
![Geosky Airlines – „Cargo Airline of the Year“ — 3](https://airgeosky.com/static/media/g/01a1d559-0b78-7ba2-ab17-8b36aba48b2f-1600.webp)
![Geosky Airlines – „Cargo Airline of the Year“ — 4](https://airgeosky.com/static/media/g/01a1d559-0c51-791b-a606-2af857d3d8b2-1600.webp)

Source: https://airgeosky.com/ka/p/geosky-airlines-cargo-airline-of-the-year
