---
title: "Georgian Wings-ის ახალი ზამთრის სეზონის ფრენის განრიგი და ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია"
url: https://airgeosky.com/ka/p/georgian-wings-is-akhali-zamtris-sezonis-frenis-ganrigi-da-aviabiletebi-ukve-khelmisatsvdomia
language: ka
date: 2023-10-16
publisher: Geosky Airlines
---

# Georgian Wings-ის ახალი ზამთრის სეზონის ფრენის განრიგი და ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია

*2023-10-16*

ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება, ყოველ დღე და დღეში ორჯერ.

ფრენები თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით.

Georgian Wings-ი ფრენის ახალი სიხშირეების და განრიგის გარდა მგზავრებს, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე განახლებულ სატარიფო პოლიტიკას სთავაზობს:

ავიაბილეთის სატარიფო პოლიტიკა

Fare Families:

Lite (RBD LL) - 5კგ ხელბარგი 0კგ რეგისტრირებული ბარგი

Standard (RBD SS) - 5კგ ხელბარგი 10კგ რეგისტრირებული ბარგი

Plus (RBD PP) - 7 კგ ხელბარგი 20კგ რეგისტრირებული ბარგი

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის [http://georgianwings.com](http://georgianwings.com)-ის მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.

Source: https://airgeosky.com/ka/p/georgian-wings-is-akhali-zamtris-sezonis-frenis-ganrigi-da-aviabiletebi-ukve-khelmisatsvdomia
